მეგობრებო!
სრულიად დაუმსახურებლად კიდევ ერთხელ მიწოდეს პლაგიატი!
ვიცი,რომ არ უნდა ავყვე,მაგრამ იმისთვის,რომ მომავალში საკუთარი თავი ჩიხში არ შეიყვანონ და უცოდინრობა არ გამოამჟღავნონ განმარტებას ვაკეთებ!
2000-2002 წლებში სტუდია"მაესტრომ" განახორციელა პროექტები "საუკუნის ნოსტალგია"1,2 და3. გასული საუკუნის ცნობილი "ჰიტები" ითარგმნა ქართულად და შეასრულეს ქართველმა მომღერლებმა.მეამაყება,რომ ამ ტექსტების 90% მე ვთარგმნე და ვფიქრობ ბევრი მათგანი კარგი გამომივიდა. ასეთი პრაქტიკა მსოფლიო შოუბიზნესში დიდი ხანია არსებობს."My way" ფრანგული სიმღერაა,რომელიც პოლ ანკამ ინგლისურად თარგმნა და იმღერა,თუმცა ფრენკ სინატრას გენიალურობის გამო მისი ვერსია უფრო პოპულარული გახდა! ფრენკ სინატრა პლაგიატია? სად გინახავთ,რომ "სმოკის" სიმღერაზე მეთქვას,რომ ჩემი დაწერილია?
საუკეთესო სურვილებით ზაზა ხუციშვილი.