თუ გინდა ერი გადააშენო-კულტურა უნდა დაუნგრიოო...გადავყევით პოლიტიკაზე ლაპარაკს და თავზე დაგვექცა კულტურა!არა,კი არ დაგვექცა--ჩვენივე ხელით დავაქციეთ!ჩემო ძვირფასებო!დიდი ხანია არაფერი მითქვამს და გამიზიარებია თქვენთვის და მაგრამ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ---არ გეჩვენებათ რომ უკვე ზღვარს ძალიან გადავიდნენ ტელევიზიები?!---ამ ისედაც დათრგუნულ ხალხს საცინრად იგდებენ,უბრალოდ არაფრად თვლიან!ისეთ უგუნურებებს ლაპარაკობენ;რომ უკვე უცხოელები,რომლებიც ზოგჯერ ჩვენზე კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას--ქილიკით გვისწორებენ ეს ასე არ არისო! ასე არ შეიძლება!მე ჯერ არაფერს ვიტყვი მეტს--უბრალოდ თხოვნით მოგმართავთ:--თუ გაქვთ საშუალება ნახეთ 2 დღისწინანდელი-იმედზე-ორშაბათის-9/30 დან 9/40 მდე მონაკვეთი და თუ გაგიჩნდათ აზრი--დაწერეთ თქვენი მოსაზრება..ეს ძალიან საჭირო იქნება ისევ ჩვენი შვილებისთვის,რომლებსაც ჩვენივე გაუნათლებლობითა და უგუნურებით საკუთარ კულტურას ვუნადგურებთ!მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას.რა თქმა უნდა მე ჩემს მოსაზრებას დაგიფიქსირებთ,ოღონდ ჯერ თქვენ მითხარით არის თუ არა ჩემი აღშფოთება და შეშფოთება საფუძვლიანი?!გმადლობთ.