რა შეიძლება მოხდეს (doomsday scenario):


1) რუსთავი 2 იხურება. მისი სახეები დგანან მიტინგზე, ათასობით მხარდამჭერთან ერთად. იქნება ტელეხიდი ოდესასთან. აქციების რაოდენობა მოიმატებს და ქალაქებს მოედება. იქნება რუსთავი 2-ის კონცერტი თბილისშიც. მას დაესწრებიან ახალგაზრდები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ეს ყველაფერი სრულად გაშუქდება სოციალურ ქსელებში. მედია-საშუალებები კი კანტიკუნტად გააშუქებენ და მიროტაძე-ბესელიას კომენტარებით გააზავებენ. უსუფაშვილი იტყვის, რომ დემოკრატიაა და სამართლის უზენაესობა ქვეყანაში;


2) ლარი გარბის და რიგით ამომრჩეველს ეს უფრო აწუხებს, ვიდრე რუსთავი 2-ის ბედი, ღარიბაშვილის უტიფრობა თუ სოციალური ქსელების ინფორმაციები. ყველა სამთავრობო სოციალური პროგრამა საფრთხის ქვეშ დგება;


3) ღარიბაშვილი წარმოადგენს ახალ სამთავრობო პროგრამა-გადაწყვეტილებას, რომელიც, შეფუთულად თუ შეუფუთავად, რუსეთზე საბოლოო ბმას გამოაცხადებს. კოლექტიური თოფაძე-ტყემალაძე-მეჭიაური იტყვის, რომ თვითმყოფადობას და ეკონომიკას რუსეთი ჰაერივით სჭირდება. უცებ აღდგება რკინიგზა სოხუმზე, რის საპირწონედაც "მოგვეცემა" მხოლოდ ქართული გაკვეთილების აღდგენა გალის ქვედა ზონაში. თბილისში ენმ ათეულ ათასობით მხარდამჭერს შეკრებს და ხელისუფლების გადადგომისათვის ბრძოლა დაიწყება. რუსთავი 2 ვერაფერს გააშუქებს მისი არარსებობის გამო;


4) რუსეთი ივანიშვილს ბაზარზე დოლარებს გამოაყრევინებს/გამოუყრის. ლარის კურსი დასტაბილურდება. სოციალური პროგრამები დროებით გადარჩება. ახალგაზრდებისა და ენმ-ს მომხრეების გარდა, ყველა ბუზღუნით დაწყნარდება. ხო, ალასანია იტყვის რამეს;


5) იქნება წერტილოვანი რეპრესიები. დასავლეთი საქართველოს იზოლაციას მოახდენს. მაგრამ რუსული დოლარები თვეების მანძილზე შეაჩერებს იზოლაციის ეფექტს. ენმ დადგება დილემის წინაშე - დისიდენტობა, ემიგრაცია თუ იატაკქვეშა წინააღმდეგობა.


ამის მერე, ახალი საქართველო იმდენ ხანს იარსებებს, რამდენსაც რუსეთი გაქაჩავს. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყება. გააგრძელე საქართველოს ისტორია"