მომავალ კვირაში ერთიან ეროვნულ გამოცდებს 10 წელი შეუსრულდება. ამ პატარა იუბილეს ვულოცავ გამოცდების ცენტრის თანამშრომლებს და ყველა ჩემს ყოფილ კოლეგას, ვინც ამ იდეის ხორცშესხმაში მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ აბიტურიენტებს, რომლებიც 2005 წელს პირველ-მეორეკლასელები იყვნენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ მათსა და სტუდენტობას შორის მხოლოდ მათივე შრომა და ცოდნა დგას, და არა მათი წარმოშობა ან ოჯახის ფინანსური შესაძლებლობები. სამაგიეროდ, მათ მშობლებს, ახლობლებსა და მასწავლებლებს კარგად ახსოვთ, თუ როგორ გამოიყურეობოდა ეს პროცესი ათწლეულების განმავლობაში: მისაღებ კომისიებში ნაცნობ - ნათესავების ძებნა, ჩაწყობა, "პაროლები", დამცირება, უსამართლობა და ქრთამი. მათ ის გააფთრებული წინააღმდეგობაც კარგად ეხსომებათ, რომელიც განათლების რეფორმას "წითელმა ინტელიგენციამ" გაუწია. "ანტიეროვნული", "ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო", "ამათ ჩვენი ბავშვები ოფიციანტებად უნდა რომ გადააქციონ", "იმას ასწავლიან, რომ ავტობუსში მოხუცებს ადგილი არ დაუთმონ", "ტესტები ჩხავანა კატებზე იქნება" და უამრავი სხვა. მაშინ ბი-ბი-სი-ს კორესპონდენტისთვის მითქვამს, რომ ამ გამოცდებმა კულტურული ცვლილება უნდა გამოიწვიოსო. ის, რომ წელს, ათიაათასობით აბიტურიენტს და მათ გულშემატკივრებს აზრადაც არ მოსდით, რომ გამოცდებზე წარმატება მხოლოდ და მხოლოდ შრომითა და ცოდნით მიიღწევა, ესე იგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებს მიუღწევია იმ მიზნისთვის, რომელიც 10 წლის დაისახა.

 

იხილეთ ბმული.