„მაღალ ხელოვნებას შეუძლია ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა. შეუძლია გვაჩვენოს ყოფის არასრულყოფილება და მისი შეცვლის გზები. ყველა დიდი ხელოვანის ნაშრომში შევხვდებით მცდელობას უკეთესობისაკენ შეცვალოს საზოგადოება, ნათელი მოჰფინოს შეცდომათა ბუნდოვანებას და შეამსუბუქოს ადამიანთა ტანჯვა”. ვაღიაროთ, ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალიც“ ხელოვნების ასეთი ნიმუშია და ეს სხვებზე კარგად ჩვენ – საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე აღმოცენებულ, ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ვიცით. ვის და ჩვენ ნამდვილად არ გვესწავლება, რომ დემოკრატია და ავტორიტარიზმი უცნაური ფორმით ეჯვარება ერთმანეთს და ეს ნაზავი საბჭოთა მოქალაქეების კულტურული ფსევდოსახეობისგან (ფორმით უფრო მიმზიდველი, თუმცა არსით არფრით განსხვავებული) დასაქოქი ფორთოხლების კეთებას იწყებს.

ბმული